კახეთში,კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა მისი ამჟამინდელი ქმარი კი მოკლა

Published:

კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. კაცი შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img