პარლამენტი, პირველი მოსმენით, სესიაზე კენჭს უყრის “თავდაცვის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს. სიახლის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს. ეს ცვლილება ეხებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ.
უმრავლესობა კანონის ამ კონკრეტულ ცვლილებას მნიშვნელოვნად აფასებს. სკეპტიკურია ოპოზიცია და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
საკითხს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.