ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს შპს „პსპ ფარმამ“ შემოსავლის სახით 683.8 მლნ ლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებლით „პსპ ფარმა“ მის უშუალო კონკურენტ „ავერსი ფარმას“ 19%-ით უსწრებს. თავის მხრივ, გასულ წელს ავერსმა შემოსავლის სახით 576.1 მლნ ლარი დააფიქსირა, რაც 14.5%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, გასულ წელს „პსპ ფარმას“ მოგების მარჟა 30.5%-ს, ხოლო ავერსის მოგების მარჟა 28.5%-ს შეადგენდა.
პსპ-ს წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს თითქმის 17%-ით 51.4 მლნ ლარამდე შეუმცირდა. ხოლო ავერსს, აღნიშნულ პერიოდში წმინდა მოგება 4.6 %-ით 38.5 მლნ ლარამდე გაეზარდა.
წყარო:reportal