დღეს ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეა. “ტვ პირველის” ოპერატორი 40 წლის გახდებოდა.
ლექსო ხუთი ივლისის მოვლენების მსხვერპლია. მისი გარდაცვალებიდან უკვე ორი წელია გასული, თუმცა ამ დრომდე მოძალადეები დაუსჯელები არიან.
“ტვ პირველის” ოპერატორი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა.
თავდასხმა რეპორტიორებზე “სირცხვილიას ” ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.