მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ციხისძირში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.