ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში – საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას “თავს და ბოლოს ვერ გაუგებს”.
„მე მაინტერესებს, რატომ დადის ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი სხვადასხვა ადგილებში ე.წ. ჩვენი ხმა ევროპას ხელმოწერებით? რა მიზანი აქვს ამას? ევროპამ გადაწყვიტა უკვე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მიდის. ასევე იცის, რომ ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა დამსახურებულად სტატუსიო და ზუსტად ამიტომ დადის, რომ შემდეგ თქვენ კითხვები დასვათ, კობახიძეს დაუსვათ, მე დამისვათ და იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. თორემ, საქართველოს საზოგადოებას არანაირი ინტერესი ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ გააჩნია. მე ძალიან მომხრე ვარ, რომ ზურაბიშვილი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ეს იქნება საბოლოო საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის. მე პირადად ძალიან გამიხარდება, რადგან თავს და ბოლოს ვერ გაუგებს, ჯერ პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაიგო, კონსტიტუციას არღვევდა და ოპოზიციაში, ერთმანეთში რომ ჩხუბობს იქ რას გაარკვევს?! მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.