განათლების სამინისტროსთან სამი დღის განმავლობაში შიმშილობის შემდეგ პედაგოგი მაია ეკალაძე წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
“აქ ხომ არაა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ლაპარაკი, აქ უბრალოდ ადამიანური, ვერ ვაბამ პასუხებს თავს, რომ გითხრათ ზუსტად რაც ხდება, აქ ადამიანობაზე აიღეს უბრალოდ ადამიანებმა ხელი და პრეტენზია აქვთ, რომ განათლებას მართავენ”, – თქვა ეკალაძემ.
შეგახსენებთ პედაგოგების მოთხოვნა დირექტორის არჩევის წესის ცვლილება და სახელფასო ანაზღაურების გაზრდაა.
ცნობისთვის, მაია ეკალაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმა, შიმშილობა, 4 დეკემბრიდან დაიწყო. მასთან ერთად სამინისტროსთან ღამეს ათენებს მასწავლებელი დავით ფერაძე.