„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი დაბრკოლებაა ქვეყნის განვითარების გზაზე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მთელი ამ წლების განმავლობაში ჯერ როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და შემდეგ წლების მანძილზე, როცა „ნაცმოძრაობა“ არის ოპოზიციაში – ეს პარტია მთავარი დაბრკოლებაა ქვეყნის განვითარების გზაზე. „ნაცმოძრაობის“ დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.