ნიკა მელია პარტიას აფუძნებს

Published:

„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს.

„ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება და დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი მუშაობა იქნება გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რაზეც აშენდება  კვალიფიკაციაც, ცოდნაც და ხედვაც, იქნება პარტია, რომელიც ძალიან მალე დაფუძნდება.

“არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ხო არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე…

ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის – უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე”,- თქვა ნიკა მელიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img