გორის საკრებულოში ხმაური იყო – დეპუტატებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოო იჩხუბეს

Published:

ხმაური იყო  გორის საკრებულოში – “ოცნების” და ოპოზიციის დეპუტატებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოო იჩხუბეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით,  საფინანსო დოკუმენტის პარამეტრები არასწორადაა განაწილებული – თანხები არ არის გათვალისწინებული პირველკლასელთა კვებაზე.

ოპოზიციის თქმით, მმართველმა პარტიამ არ იფიქრა არც სტუდენტებზე და სოციალურად დაუცველების მდგომარეობს გაუმჯობესებაზე.

ირკვევა, რომ ბიუჯეტით იზრდება ხელფასი, ხარჯები გათვალისწინებულია პრემიებისთვისაც. 

გორის მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 80 მილიონ ლარს შეადგენს, ის 10 მილიონითაა გაზრდილი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img