საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა

Published:

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4 ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია. სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ კი მილიონნახევარი შეადგინა. აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 300 000 ადამიანია. დღეისთვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 მილიონი ლარია.

უწყების ცნობით, მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდა კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img