მსოფლიო ბანკმა უკრაინას 1.34 მილიარდი გამოუყო

Published:

მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, უკრაინამ სახელმწიფო ხარჯების მხარდასაჭერად 1.34 მილიარდი დოლარი მიიღო. საუბარია სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

“ამერიკის ხმის” თანახმად, მსოფლიო ბანკმა 1.086 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო, ნორვეგიამ – 190 მილიონი დოლარის გრანტი, აშშ-მა – 50 მილიონი დოლარი და შვეიცარიამ – 20 მილიონი დოლარი.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას მოხმარდება, რომლებიც დაკავშირებული არაა უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან. კერძოდ, – გადაუდებელი სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებისთვის ასაკის მიხედვით სოციალური შეღავათებისა და ანაზღაურების გაზრდას.

უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარება „მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, რაც საშუალებას აძლევს უკრაინას, დაფაროს ომის დროს პრიორიტეტული სოციალური ხარჯები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img