სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აწარმოებს, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ – ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, პარლამენტს ამაზე რეაგირება ჰქონდეს, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს.
„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს – აქაც ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სრულად დაფუძნებული იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ატეხეს ისტერია. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ დამაზიანებელია ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება თავად კანონს და [ნათია თურნავას ] დანიშვნას, აქ სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს – იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვ. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე. ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, ამაზე რეაგირება ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.