რომან გოცირიძე – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს!

Published:

პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს! – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე მომხდარს „დანაშაულსა“ და „უზნეობას“ უწოდებს.

„ფაქტობრივად, ეს არის დანაშაული. მთავრობა პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას უზღუდავს – ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების აკრძალვა, მისი უცხოეთში არგაშვება. საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გაუსვლელი“ გახდა და უცხოეთში როგორც კერძო პირი, ასე დადის. ასევე სამარცხვინოდ მოიქცნენ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აღნიშნეს, პრეზიდენტი ტრიბუნაზეც არ აუშვეს და საერთო სახალხო ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად აქციეს. ეს არის უზნეობა და დანაშაული – დანაშაულია იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და ისეთ კონსტიტუციურ ორგანოს აკნინებს, როგორიც პრეზიდენტია, რომელიც იმავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ .

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img