ხაშურში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გამოცემა “მოზაიკა” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონა 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
“გოგონამ ბავშვი გუშინ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს“, – უთხრეს “მოზაიკას”
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არაოფიციალურ “ქორწინებაში” იმყოფებოდა.