სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
შემთხვევა ორი დღის წინ თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. დაკავებული მოკლულის მეგობარია. 43 წლის მამაკაცს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ძლიერი სისხლდენის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის ოფიციალურ მოტივად, შელაპარაკება სახელდება, რომელიც სატელეფონო საუბრით დაიწყო და სისხლიანი გარჩევით დასრულდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.