სოფო ჯაფარიძე – ივანიშვილმა დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა

Published:

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს და დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია.

ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ქვეყანაში რუსული მართლმსაჯულება, რუსული გავლენების გაძლიერება, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ბიზნეს ინტერესები საქართველოში, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური პატიმრობა, მისი დავალებით და ხელშეწყობით საქართველო გახდა რუსული დასანქცირებული ტვირთების კორიდორი, ქართული ჯარი იკვებება რუსული საკვებით და საქართველოს ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს იხდის რუსულ პროდუქციაში. დიახ მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში ღიად დაბრუნება არაფერს ემსახურება გარდა იმისა,რომ კიდევ ერთხელ საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია.

ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე როგორიც არის გავრილოვის ღამე, მარტის მოვლენები, ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მილიონზე მეტ ჩვენი მოქალაქის ემიგრაციაში წასვლაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და მე მინდა ვუთხრა მას – ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img