იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა ისიკავას პრეფექტურაშია, სადაც 100-ზე მეტი სახლი დაიწვა, ათობით კი, დანგრეულია.
7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე დაფიქსირდა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ცუნამის განგაში ჩაირთო, ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, ცოტა ხანში კი, განგაშის სიგნალი მოიხსნა.