აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა პენტაგონის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1 იანვრის საღამოს, არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო გადაიყვანეს.
პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდაცვის მდივანი გამოჯანმრთელების პროცესშია და დღეს ელოდება, რომ სრულფასოვნად განაახლებს მოვალეობის შესრულებას.
პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ ლოიდ ოსტინის საავადმყოფოში ყოფნის დროს, კეტლინ ჰიქსი, თავდაცვის მდივნის მოადგილე, “მზად იყო ემოქმედა და განეხორციელებინა მდივნის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში”.