ქრისტესშობის მსახურება სამების ტაძარში 00:00 საათზე დაიწყება

Published:

ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება, სამების საპატრიარქო ტაძარში, ღამის 00:00 საათზე დაიწყება,  – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“დღეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება, რომელსაც აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

მსახურება დაიწყება ღამის 00:00 საათზე.” – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img