იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, ხოლო დაკარგულად 200-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონში საევაკუაციო ცენტრებში 31 ათასამდე ადამიანი რჩება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 66 ათასი ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1 იანვარს მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას. რამდენიმე გზა ამ დრომდე ბლოკირებული რჩება, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.