იაგო ხვიჩია – თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! 

Published:

თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც მან აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები გასულ წელსაც ფორმალურად შექმნა.

“გასულ წელს ამ დროს “ოცნება” იძახდა, “აბა, მე კომისიები შევქმენი და მოდით, ვიმუშაოთო”. ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამბობდნენ, “არა, “ქოცების” ჯგუფში არ შევალთო”. მე ყველა ამ შეხვედრას ვესწრებოდი და განსაკუთრებული შედეგი ამ კომისიებს არ მოჰყოლია, რადგან “ოცნებამ” თავიდანვე ფორმალურად შექმნა ეს კომისიები. გასულ წელს ამ დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ სხვა ფორმატებიც არსებობს, მაგალითად, კომიტეტების სახით და ახლა ამავე არგუმენტაციით საუბარი დაიწყო “ოცნებამ”. ჩემი აზრით, როცა მუშაობა არ გინდა და სხვას გინდა რამე გადააბრალო, გასულ წელსაც უაზრობა იყო ამაში მონაწილეობის მიღება ასეთი ფორმით, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ხელისუფლება და დღესაც უაზრობა იქნება. თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი? ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნიან, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდათ და მაშინაც, როცა რამეს ფორმალურად აკეთებდნენ, მაშინაც ამ სუნით იყო ეს გაჟღენთილი, რომ არაფერი სერიოზული იქიდან არ გამოსულიყო. ჩვენ ყველგან ჩავერთვებით, თუ რამე ხდება. რაიმე შეხვედრას რომ დავინახავთ, ეგრევე შევდივართ, რომ გავარკვიოთ რაშია საქმე.

მოგეხსენებათ, ახლა ბატონი ბიძინაა დაბრუნებული პოლიტიკაში და საერთოდ სხვანაირად ელვარებს “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ყველა საქმე. ამიტომ შეიძლება ვინმეს, ვისაც სწამს ბიძინასი და “ოცნების”, შეიძლება სჯეროდეს, რომ წელს რაიმე განსაკუთრებული მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ხასიათში ჩვენს კოლეგებს არაფერი ეტყობათ,”- განაცხადა ხვიჩიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img