ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მინუსში გავიდა

Published:

Galt & Taggart-ის 1–5 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპკანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად შემცირებულია. პლუსში მხოლოდ Georgia Capital-ის აქციებია.

კერძოდ, გასული კვირის ბოლოს, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 38.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.27% წინა კვირასთან შედარებით და +12.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 165 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.40 – 40.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.41% წინა კვირასთან შედარებით და +1.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 120 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.95 – 28.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.76% წინა კვირასთან შედარებით და +1.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.9 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.14 – 10.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 146 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img