სილქნეტს შემოსავლები 15%-ით გაეზარდა

Published:

გალთ & თაგარტის 2023 წლის 9 თვის მიმოხილვის თანახმად, სილქნეტის შემოსავლები წლიურად 14.9%-ით გაიზარდა და ₾397.3 მლნ შეადგინა. ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, რომლებიც შესაბამისად წლიურად 27.6%-ით და 18.6%-ით გაიზარდა.

შემოსავლებისგან განსხვავებით, ხარჯები წლიურად მცირედით 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად, EBITDA მარჟამ რეკორდულად მაღალ 64.5%-იან მაჩვენებელს მიაღწია 2023 წლის 9 თვეში.

გალთ & თაგარტის პროგნოზით, 2023 წლისთვის შემოსავლები ₾530.2 მლნ-ს მიაღწევს, რაც წლიურად 12.1%-იანი ზრდაა.

სილქნეტი ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს. აბონენტების ჭრილში, სილქნეტის ბაზრის წილი ყველა ძირითად სეგმენტში გაუმჯობესდა, ხოლო შემოსავლების ჭრილში ბაზრის წილი გაიზარდა მობილური სერვისებისა და ტელევიზიის სეგმენტებში.

2023 წლის 9 თვეში სილქნეტს ეკავა მობილური სეგმენტის შემოსავლების 34.9%, ფიქსირებული ინტერნეტის შემოსავლების 33.6%, ხოლო ტელევიზიის შემოსავლების 37.3%.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img