ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

Published:

აიოვას შტატში გამართულ „რესპუბლიკელების“ კოკუსში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლიდერობს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის პროგნოზით, „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო.

დონალდ ტრამპმა აიოვას მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ აიოვას დიდებულ ხალხს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ახლა დროა ყველა, ჩვენი ქვეყანა, გავერთიანდეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

CNN-ი იუწყება, რომ აიოვას შტატის კოკუსში გამარჯვება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატი გახდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img