ბაქოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა

Published:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, რომ დადასტურდა ბაქოში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. „საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. დღეს დილით არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

მომხდარზე საქმე აღძრულია სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისა და გულგრილობის მუხლებით, რამაც გამოიწვია ორზე მეტი ადამიანის სიკვდილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img