მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

Published:

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლეც. მან მოსამართლეს მეუღლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სიტყვით გამოვიდა თავად დაკავებულიც – მისი თქმით, ის მომხდარის გამო წუხს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img