ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse-თან წაგებულ დავაზე-ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

Published:

შვეიცარიულ ბანკთან წაგებულ დავაზე ივანიშვილის მხარე საკუთარ პოზიციას უახლოეს ხანებში დააფიქსირებს. როგორც ადვოკატი, ლაშა კალანდაძე სატელეფონო მიმოწერისას აცხადებს, იგეგმება ინფორმაციის გავრცელება და ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა რა ფორმატით, ეს ჯერ უცნობია.

არ არის გამორიცხული, ივანიშვილის პოზიცია დღესვე გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წააგო. წელიწადნახევრიანი გამოძიების შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ საქმის მხარეებს შეატყობინა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა სამხილი, რომელიც აწ გარდაცვლილ ბანკირ პატრიკ ლესკუდრონის ან Credit Suisse-ის სხვა წარმომადგენლის მიერ კრიმინალურ ქმედებას და ფულის გათეთრებას დაადასტურებდა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img