მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაში „ლუზერები“ არიან, მოვა არჩევნები და რეალურ რეზულტატებს ვნახავთ

Published:

მოშე ვინ არის, არ ვიცი – ის, ვინც ხელისუფლებას აყვედრის სიძულვილის ენას, თვითონ გამოირჩევა სიძულვილის ენით და სხვა არსენალში არაფერი აქვს,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, საარჩევნო კამპანიისთვის უცხოელი სპეციალისტი დაიქირაოს, რაშიც დრამატული არაფერია და არაფრისმთქმელი ფაქტებისგან, ამბების შეთხზვას ნუ შეეცდებიან.

“მოშე არ ვიცი, ვინ არის, არც ვიცნობ, არც მსმენია ამის შესახებ და არც ვიცი. ვიცი, რომ ამბობენ, არის ვიღაც ტექნოლოგი, რომლის რჩევებსაც ეყრდნობა „ქართული ოცნება“. თუ ჩვენ წარვმართავთ საარჩევნო კამპანიას, შეიძლება გვყავდეს დაქირავებული ვინმე უცხოელი სპეციალისტი დაქირავებული, რომლისგანაც რჩევებს შეიძლება ვიღებდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაში აპრიორი რაიმე ცუდია ან კარგია. ნუ ეცდებიან არაფრისმთქმელი ფაქტებისგან ამბების შექმნას. ის, რომ კონსულტანტი შეიძლება ჰყავდეს პოლიტიკურ პარტიას საარჩევნოდ, ამაში დრამატული არაფერია. თუ ამ რჩევების შედეგად ცუდად ან კარგად ვიქცევით, აი, ეს შევაფასოთ. შემაფასეთ მაგალითად მე, გამოვირჩევი თუ არა სიძულვილის ენით და მერე, ვინც სიძულვილის ენის მანკიერებაზე საუბრობს, ისინი გამოირჩევიან თუ არა თავად ამით, ეს შეაფასეთ. აღმოაჩენთ, რომ მდგომარეობა სხვაგვარია. ის, ვინც ხელისუფლებას აყვედრის სიძულვილის ენას, რეალურად თვითონ გამოირჩევა სიძულვილის ენით და სხვა მეტი არსენალში არაფერი აქვს,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე ოპოზიციის შეფასებაში პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეთანხმება. მისივე თქმით, ოპოზიციამაც კარგად იცის 2024 წელს მათი მოსალოდნელი მარცხი, თუმცა, შესაძლოა, მათი საპირისპირო განცხადებები მიუთითებდეს იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ ვნებათაღელვის გამოწვევა სურთ.

„ძნელია არ დაეთანხმო პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, როცა სავსებით მართებულად ამბობენ ოპოზიციაზე, რომ ისინი „ლუზერები“ არიან, რადგან შეეგუვნენ და საკუთარი პოლიტიკა მიჰყავთ იქითკენ, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი. როცა ოპოზიცია ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და აფასებს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, აგერ, მოვა არჩევნები და კვლავ ვნახავთ რეალურ რეზულტატებს. მათაც კარგად იციან, მარცხისთვის განწირულნი რომ არიან.

სჯობს რადარები სწორი მიმართულებით გაასწორონ და სწორი დასკვნები გამოიტანონ არსებული მდგომარეობიდან, რაც სახელმწიფოში გვაქვს. მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს 2014 წლის განცხადებების გახსენება, რადგან სწორედ ასე მოხდა – 2014 წელს ნაწინასწარმეტყველები იმასთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემართებოდა, რეალური აღმოჩნდა. აბა ნახეთ, რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img