პარლამენტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. პაპუაშვილის თქმით, თინა ხიდაშელი ტაივანის მხრიდან ფინანსდება.
“როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე, ეს გზა სად იწყებოდა? ჩინეთში იწყებოდა და ევროპაში მთავრდებოდა. დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, არის ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობა და განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი. ეს ცალკე საკითხია – პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებულები არიან „ენჯეო“ სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან.
ფაქტია, რომ თინა ხიდაშელი ფინანსდება ტაივანის მხრიდან. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. მოგიწოდებთ, ჰკითხოთ საჯაროდ, ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს.