გასულ წელს საქართველოდან უფრო მეტი რუსი გავიდა, ვიდრე შემოვიდა

Published:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. კერძოდ, გასულ წელს, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი 1 887 223-მა რუსმა დატოვა.

შსს–ს სტატისტიკის თანახმად, გასული წლის მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 ერთეული შეადგინა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში, პირველი სამი კვარტალისგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი არა რუსეთის ფედერაციამ, არამედ თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ექვსეული ბოლო კვარტალში ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში 4 609 381-ჯერ განხორციელდა. განხორციელებული საზღვრის კვეთის 33% ქართველებზე, 67% კი უცხოელებზე მოდის.

უწყების ინფორმაციითვე, 2023 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის 1 563 549  მოქალაქე შემოვიდა, 1 533 655 კი გავიდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img