კახა კალაძე – მცდელობაა, განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც უბედურება ხდება

Published:

მცდელობაა, რომ განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა – შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბათუმში და თბილისში ცრუ შეტყობინებების ფაქტებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან.

„ცხადია, რომ მცდელობაა, განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ქვეყნის მშვიდობას და თითოეულ მოქალაქეს დაიცავენ“,- აღნიშნა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამასთან, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img