თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებულია და 180 000 ერთეულს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 12 თვის ანგარიშის თანახმად, გასული წლის 12 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3 591 097 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით მეტია.
თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კონტროლიორებმა 180 000-მდე ჯარიმა დაწერეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსებით ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად გასულ წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა არის ერთ დღეში ავტობუსის მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 50%.