უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
როგორც კიევში აცხადებენ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.
დარტყმების სამიზნე გახდა კიევიც. უკრაინის დედაქალაქის მერის ცნობით, დაშავდა 18 ადამიანი.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა მარავალსართულიანი სახლი. ამავე რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებსა და ერთ კერძო სახლს. კიევის მერის ცნობით, კიდევ ერთ სახლში იპოვეს რაკეტის ნაწილი, რომელიც არ აფეთქდა.
დარნიცკის რაიონში რუსული რაკეტის ნაწილები დაეცა მრავალსართულიან სახლსა და საბაშვო ბაღს.
უკანსაკნელი ცნობებით, ხარკოვზე იერიში შედეგად დაღუპულია ორი ქალი, დაშავდა კიდევ 11 მოქალაქე. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად ერთ-ერთ სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მუშაობენ მაშველები.
რუსეთის იერიში განხორციელდა ასევე დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ პავლგოროდზე და ლვოვზეც. განგაში გამოცხადებული იყო იდესაშიც.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 41 რაკეტა გაისროლა, მათგან საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 გაანადგურეს.