საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი POLITICO-ს სტატიას.
სამადაშვილის თქმით, პუტინის პოლიტიკის გამტარება “ქართული ოცენბა” ყველანაირად ცდილობს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას ხელი შეუშალოს.
“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს. მათი ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. მათ შორის, ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ იღებს პუტინის თამაშის წესებს ქვეყანაში და ცხადია, პუტინის გზას თუ ადგახარ, ამცდარი ხარ ევროკავშირის გზას”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
“საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება”, – ამ სათაურით აქვეყნებს POLITICO სტატიას და წერს, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო გაყო. ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირს, ხოლო ზოგი, მათ შორის, საქართველო პუტინის დიქტატურის გზას მიჰყვება.
სტატიის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი დემოკრატიული უფლებების, არჩევნების, პოლიტიკური პლურალიზმისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საგრძნობლად შემცირებულია.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, რაც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა, ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია.