პროკურატურა გამოსახლებისას დაკავებული ხასიასა და ჩიქობავასთვის პატიმრობას ითხოვს

Published:

საქართველოს პროკურატურა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებისთვის, გიორგი ხასიასა და კაკო ჩიქობავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა ხმა ავრცელებს. 

გამოძიება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღესაა ჩანიშნული. პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაკავებულთა მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან, მათ შორის არიან სტუდენტებიც, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია, ხოლო ხასია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img