ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ მხარი დაუჭირა

Published:

ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ლევან ბეჟაშვილმა, ხატია წილოსანმა და ქეთევან თურაზაშვილმა.

„ომმა არც ერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img