ვახუშტი მენაბდე – იქნება პროტესტის ახალ-ახალი ფორმა, დაგეგმილია სხვა აქტივობები

Published:

“აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს, იქნება პროტესტის ახალ-ახალი ფორმა, ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ პროცესში,” – ამ განცხადებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აკეთებს.

მისი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას და მათი გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება და აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – მორატორიუმი გამოსახლებაზე, დაკავებულების გათავისუფლება და არსებული სისტემის შეცვლა.

იმაზე მეტი ხალხი იყო მოსული დღეს, ვიდრე გუშინ, გუშინ იმაზე მეტი იყო, ვიდრე გუშინწინ, იმიტომ, რომ როცა ხალხი ხედავს უსამართლობას, მათ კი არ ეშინიათ, ეს მოტივაციაა. დღეს უნივერსიტეტი დაიკავეს სტუდენტებმა, პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს, დაგეგმილია სხვა აქტივობებიც, რომლის შესახებაც საზოგადოება თანდათან გაიგებს, დაემატება პროტესტის სხვადასხვა ფორმები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ სამევახშეო სისტემის ინსტიტუციურად დასაპირისპირებლად რა არის საჭირო, რა ცვლილებები უნდა გატარდეს – როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე გამოსახლების პროცედურასთან მიმართებაში.


აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს, იქნება პროტესტის ახალ-ახალი ფორმა, ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ პროცესში. გვაქვს რამდენიმე ამოცანა, პირველი არის, ამ ადამიანების გათავისუფლება, გამოსახლების შეჩერება დროებით და მესამე ამოცანაა, რომ ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს,“ – ამბობს ვახუშტი მენაბდე. 
 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img