მარინა ხატიაშვილი – ვთხოვ ადამიანებს, პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ დარეჯან დვალისა და ჩემ თემას

Published:

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ დარეჯან დვალთან “როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია” და მათ შორის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა. 

დარეჯან დვალმა კეკელიძის ქუჩაზე მარინე ხატიაშვილის ბინა 2018 წლის 19 თებერვალს, საჯარო აუქციონზე იყიდა.

“შეიძლება, მარტო მისი [დარეჯან დვალის] ბრალიც არ იყო და ჩემიც იყო იმიტომ, რომ მეც ჩავიკეტე, რაღაცნაირად, ნდობა გამიქრა. მძიმე და ცუდი ისტორიები იყო უკან. თუმცა, დღესდღეობით, როგორც იქნა, შედგა ნორმალური კომუნიკაცია”. – თქვა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს, სოციალური ქსელის მეშვეობით, მოუწოდოს ადამიანებს, აღარ მიაყენონ შეურაცხყოფა დვალს.

“ვაპირებ, სოციალურ ქსელში დავწერო და ვთხოვო ადამიანებს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ დარეჯან დვალისა და ჩემ თემას. მე ჩემი მხრიდან ვამატებ, რაც ჩვენს ხელშეკრულებაში არ წერია – ნუღარ მიაყენებენ ქალბატონ დარეჯან დვალს შეურაცხყოფას”. – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ხატიაშვილი.

23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა.  ბინის ყოფილი მესაკუთრის, მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკიდან 20 000 დოლარი 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 000 დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა.  

ხატიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის იურისტი დაუკავშირდა და კერძო კრედიტორებთან დაკავშირება ურჩია. მარინა ხატიაშვილის თქმით, 2016 წლამდე გაფორმებდა კერძო კრედიტორებთან ექვსთვიან ხელშეკრულებებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img