რატომ კობახიძე და არა კალაძე? – პოლიტიკოსები, ვინც ივანიშვილს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ გსდამწყვეტი არჩრვნების წინ ირაკლი ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება იმით აიხსნება, რომ ირაკლი კობახიძე ივანიშვილის გარეშე ურეიტინგოა, მასზეა ბოლომდე დამოკიდებული და თვით მმართველ გუნდშიც კი კალაძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით არც მომხრეები ჰყავს და არც მიმდევრები.
როდესაც ირაკლი კობახიძეზე ჩერდება არჩევანი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ამის მიზეზი არის, მხოლოდ ერთადერთი რამ, ეს არის ის, რომ ირაკლი კობახიძეს არ აქვს არანაირი დამოუკიდებელი რეიტინგის მაგვარიც კი ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ის არის მთლიანად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. მას არ ჰყავს მომხრეები და მიმდევრები თვით “ოცნების” ამომრჩეველშიც კი, განსხვავებით იგივე ღარიბაშვილისგან და კალაძისგან”, – ამბობს “ოცნების” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი.
რატომ გააკეთა არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე. ერთ-ერთი ვერსიით, ოლიგარქი მთავრობის მეთაურის პოსტზე კალაძის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ ფსონი კობახიძეზე დადო.