„ქართული ოცნება“ დღეს ყრილობას გამართავს

Published:

დღეს, 1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. “ქართული ოცნების” VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში “პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.

მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. ოფიციალურად დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა  პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img