ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

Published:

ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ქალი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ისჯება ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img