პაატა მანჯგალაძე – 17-ჯერ მოუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს

Published:

17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობა ქართველი ხალხისთვის სახიფათო და შეურაცხმყოფელია.

„17-ჯერ მოუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა ხალხისთვის. დავკარგეთ მთელი თორმეტი წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი „ქოცი“ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული.

ცვლილებები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები რეალურია და ხალხის გამარჯვებაც რეალურია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img