გიორგი კანდელაკი – მატრონას ხატი პირდაპირ შეურაცხყოფს სტალინის მსხვერპლ ეკლესიის მსახურებს რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით ამოხოცეს

Published:

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ნატა ფერაძის დაპატიმრებას ეხმიანება.

„ეკლესიაზე შეტევა“ პირველ რიგში სწორედ კათედრალურ ტაძარში იოსებ სტალინის განმადიდებელი ხატის განთავსება და მისი თაყვანისცემაა, ისევე როგორც საბჭოთა ტოტალიტარიზმის და სტალინის მსხვერპლთა შეურაცხყოფა. ხატი „წმინდა მატრონა მოსკოველი ლოცავს სტალინს,“ სხვა ყველაფერთან ერთად, პირდაპირ შეურაცხყოფს სტალინის მსხვერპლ ეკლესიის მსახურებს რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით ამოხოცეს. აი ესაა „ეკლესიაზე თავდასხმა.“
ხატი „წმინდა მატრონა მოსკოველი ლოცავს სტალინს“ ამ ქვეყნის ათეულ ათასობით პატრიოტის საფლავებზე დაფურთხებაა ვინც სტალინთან და სტალინის ინიციატივით მოტანილ საბჭოთა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლას შეეწირა”-წერს კანდელაკი

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img