ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება

Published:

 ორ საათზე მეტია ქოლ-ცენტრების საქმეზე გამომძიებლების კითხვებს ამჯერად იოსებ მჭედლიშვილი პასუხობს. პირი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრია გენერალურ პროკურატურაში უფლებადამცველთან ერთად მივიდა.

მჭედლიშვილი იმ კომპანიებს მართავს, რომლებშიც ფინანსურმა პოლიციამ ორი დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.  

ყოფილი სამართალდამცავი, უწყებაში ჭიკაიძის მინისტრობის დროს მუშაობდა და მისი გარემოცვის წევრად ითვლება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img