მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში დღესაც გაგრძელდება

Published:

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება. დღეს 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები უპასუხებენ.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი, გაწერილი განრიგის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

„მოლოდინები გვაქვს, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა გაგრძელდება, რომელიც იქნება აქცენტირებული მეტ ინვესტიციებზე ჩვენს ქვეყანაში, მეტი ეროვნული დოვლათის შექმნაზე.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რასაც ჩვენ და თქვენ ვუსმენთ, [ოპოზიცია] რამე ქმედით, ადეკვატურ, სწორ იდეას ვერ გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი არ მაქვს და არც მათი მხარდაჭერა გვჭირდება,“ – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img