საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს დამატებით რეისები უქმდება. რკინიგზა ამბობს, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
გაუქმებულ რეისებს შორისაა:
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
- ბათუმი-თბილისი №801
- ზუგდიდი-თბილისი № 869
- თბილისი-ბათუმი № 804
- თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
- ზესტაფონი-ხაშური №6446
- ხაშური-ზესტაფონი №6418
- და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.