სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
“სფერო ნიუსი” სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია “იმედს” და დაღუპულთა ოჯახებს.