ბუჩკური კობახიძეს: თქვენი თანამდებობაზე დასმა ქვეყნისთვის საშიშია

Published:

ჩემი აზრით, თქვენი თანამდებობაზე დასმა ქვეყნისთვის საშიშია, იმის გათვალისწინებით მით უფრო, რომ პერსონალურად არანაირი კავშირი 2012 წლის ბრძოლასთან, გამარჯვებასთან, „ქართული ოცნების“ მაშინდელ ღირებულებებთან კავშირი არ გაქვთ. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა? – ამ სიტყვებით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში.

ბუჩუკურმა ასევე კობახიძე ღირსეული, კაცური საქციელები დაუწუნა და უთხრა, რომ გახარიას, ოდესღაც საქებარ ლექსებს და დითირამბებს უძღვნიდა, შემდეგ კი “კოკაინშიკად” გამოაცხადა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ოდესღაც საქებარ ლექსებსაც უძღვნიდით და დითირამბებს, მუნიციპალური არჩევნების წინ არაერთხელ დასწამეთ ცილი, რომ თითქოს, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი – „კოკაინშიკი“ იყო, თქვენი სიტყვები რომ გავიმეორო. თქვენ განსაკუთრებით გახასიათებთ ასეთი ღირსეული, კაცური საქციელები. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა გენერალურ პროკურორს ცრუ დასმენაზე მივმართეთ, რომელიც იცით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, შეიძლებოდა თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, თქვენ უცებ შეცვალეთ თქვენი ცილისწამება, გამოხვედით და მედიასთან თქვით – არა, კაცო, ეს პოლიტიკური ბრალდება იყოო, ანუ ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ თვეების განმავლობაში თქვენ ატყუებდით ხალხს და ჭორაობდით. რაც არ უნდა, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი იყოს, ბატონო ირაკლი, დღეს, თქვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხართ და თქვენი თანამდებობაზე დასმა, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის საშიშია, იმის გათვალისწინებით, მით უფრო, რომ პერსონალურად არანაირი კავშირი 2012 წლის ბრძოლასთან, გამარჯვებასთან, „ქართული ოცნების“ მაშინდელ ღირებულებებთან კავშირი პერსონალურად არ გაქვთ. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა?”- ჰკითხა ბუჩუკურმა კობახიძეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img