საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.
ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზანია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.
8 თებერვლის სხდომის ბოლოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 84 ხმით გამოუცხადეს ნდობა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.